ახალი კოლექტივიზმი / The New Collectivism

მოსკოველი ხელოვანებისა და აქტივისტების ჯგუფი Partizaning  თბილისში ყოფნის დროს იმუშავებენ პროექტზე „აღმოაჩინე ელიავა“, რომლის ფარგლებშიც ჩაატარებენ კვლევას ელიავას ბაზრობაზე და შეეცდებიან ადგილობრივი თემის თანამონაწილეობის პრინციპზე დამყარებულ ღონისძიებებსა და ინტერვენცებში ჩართვას.  

პარტიზანები / Partizaning

პარტიზანები რუსული არტ პროექტის წევრები არიან, რომლებიც ელიავას ბაზრობაზე ჩვენი პროექტის ფარგლებში იმუშავებენ ივლისის პირველ ნახევარში.

გიორგი (დადა) მაღრაძე / Giorgi (dada) Magradze

ქართველი ხელოვანი გიორგი მაღრაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. მან 2009 წელს დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (ინტერიერის დიზაინი). 2012-2013 წლებში სწავლობდა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA-T) ვიდეო არტის მიმართულებით. 2009 წელს შედგა გიორგი მაღრაძის ნამუშევრების პირველი პერსონალური ჩვენება, რის შემდეგაც დღემდე მონაწილეობას იღებს როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ გამართულ სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში. გიორგი…

იზა როგუცკა / Iza Rogucka

იზა როგუცკა პოლონელი ხელოვანია, რომელიც ვარშავაში ცხოვრობს და მხატვრობისა და ინსტალაციის სფეროში მუშაობს. იზამ დაამთავრა პოზნანის ხელოვნების აკადემიის მხატვრობის ფაკულტეტი (2007-2012) და ვენის ხელოვნების აკადემია (პაველ ალტჰამერისა და იულიან გოეთეს სახელოსნო, 2010-2013). 2008 წლის ოქტომბერი – 2009 წლის თებერვლის პერიოდში გრანადის უნივერსიტეტში (ესპანეთი) მუშაობდა სადიპლომო ნამუშევარზე პროფესორ ანდრჟეი ზდანოვიჩის ხელმძღვნელობით. 

ჯიხური 156

ჯიხური 156 ელიავას ბაზრობაზე ის ადგილია, სადაც კატარინა სტადლერი და დონიკა ცინა მუშაობენ. მათი სამუშაო ნივთები და ყოველდღიური ყოფითი ნივთები მხოლოდ ბაზრობაზე ნაპოვნი მეორადი ნივთების რეკონსტრუქციის შედეგად არის მიღებული. 

სტუმრობა ელიავაზე

პროექტ “აღმოაჩინე ელიავა” ფარგლებში ორი კონცეპტუალისტი ხელოვანი დონიკა ცინა და კატარინა შტადლერი ელიავას ბაზრობაზე ნარჩენების მეორადი გამოყენებისა და მოქალაქეების ამ პროცესში ჩართულობის იდეაზე მუშაობენ. ისინი ამას ისეთ ადგილას აკეთებენ, რომელიც თბილისში ძირითადად ბინძურ, ცუდად ორგანიზებულ გარემოსთან და დაბალი ხარისხის სამუშაო და საცხოვრებელ სივრცესთან ასოცირდება.