პროექტის შესახებ / About Us

for English version please scroll down.

“აღმოაჩინე ელიავა” გრძელვადიანი პროექტია, რომელიც 2012 წელს დაიწყო  და დღემდე გრძელდება. პროექტი მიზნად ისახავს ხელოვანების დახმარებით საზოგადოების ყურადღების მიმართვას გარემოზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, მისი დაცვისა და რესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობებისკენ, საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებს შორის დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების პროცესის ხელშეწყობას. პროექტი გულისხმობს არსებული მდგომარეობის მიმართ ყურადღების კრეატიული და ინოვაციური მეთოდებით გამახვილებას, საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას და პრობლემის გადაწყვეტის არატრადიციული გზების შეთავაზებას. პროექტი ორი ნაწილისგან შედგება: სახელოვნებო რეზიდენცია და ვორკშოფი. სახელოვნებო რეზიდენცია და ინტერვენცია ელიავას ბაზრობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე; იქ არსებული რესურსებით ხელოვანების მიერ ნამუშევრების შექმნა  პირველი ეტაპი მოიცავს 2014 წლის 1 მაისიდან 10 ივლისამდე აქტივობებს. პროგრამის ფარგლებში მოწვეული არის ორი უცხოელი ხელოვანი: დონიკა ჩინა (ალბანეთი. 02.05-12.06) და იზაბელა როგუცკა (პოლონეთი. 27.05-18.06). ამ ხნის განმავლობაში ისინი მუშაობენ ელიავას ტერიტორიაზე, მანქანის ნაწილების გამყოფილებაში გამოყოფილ ჯიხურსა და დახლზე ორადგილობრივ ხელოვანთან, კატარინა შტადლერთან და გიორგი მაღრაძესთან ერთად. ნამუშევრები დამზადდება ადგილზე ნაპოვნი ნივთებისა და ნარჩენებისაგან და მათ შექმნაში მონაწილეობას  ბაზრობაზე მომუშავე ადამიანებიც მიიღებენ. რეზიდენციის დასრულების შემდეგ გაიმართება მუშაობის პროცესში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და გამოცდილების გაზიარება ფართო საზოგადოებისადმი. ვორქშოფი თემაზეკრეატიული და ალტერნატიული მიდგომა გარემოზე ზეგავლენის შემცირებისათვის პროექტის მეორე ნაწილში (სავარაუდოთ ოქტომბრის ბოლოს) იგეგმება ორდღიანი საერთაშორისო შეხვედრა-სემინარის ჩატარება. ის მიეძღვნება გარემოზე ზეგავლენის შემცირების კრეატიული და ალტერნატიული მიდგომების, სწორი მენეჯმენტის, ენერგოეფექტურობის შესახებ არსებული გამოცდილების გაზიარებას და მეორადი ნარჩენებისგან ხელოვნების ნიმუშების შექმნის შესაძლებლობებს. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის ინსტიტუციების, საზოგადოების წარმომადგენლები და გარემოს დაცვის სპეციალისტები. მოწვეული იქნებიან ბრიტანული და ჰოლანდიური ორგანიზაციების Julie’s Bicycle-ის  და Trans Artists-ის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე მრავალი წელია გარემოზე ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მომხმარებლების გავლენის შემცირებაზე მუშაობენ და დააგროვეს ექსპერტული ცოდნა როგორც ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიებზე, ისე ნარჩენების მეორად გამოყენებაზე. ამ ორგანიზაციებს განსაკუთრებით კარგი გამოცდილება აქვთ კულტურის ინსტიტუციებთან მუშაობის განხრით. პროექტი წარმოადგენს ევროკომისიის კულტურის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივის Green Art Lab Alliance (GALA) ნაწილს. პროექტის კოორდინატორები არიან ჰოლანდიური და ბრიტანული ორგანიზაციები Trans Artists და Julies Bicycle.

პროქტის ხორციელდება თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. photo Eliava Market is an urban segment of Tbilisi, which encompasses various social and cultural spaces and houses the problems that emerge on the crossroads of different urban districts. Formally it represents a shopping area that is remembered only during the times of need for construction materials, food, smaller paraphernalia, second-hand parts of the vehicles etc. However, in parallel reality Eliava Market also unites series of car repair workshops, junkyards of scrap metal, vehicle oil, food and packaging waste. The vast majority of vendors from the area represent a group of people who are “ejected” from spaces of their basic existence and whose identities are directly linked to the regions outside the capital or smaller subcultural zones inside of Tbilisi. This group has no sense of belonging to the city in general and to the Eliava Market in particular, where it spends the biggest part of its life neglecting proper treatment of the area and contributing to the broadening ugliness and irresponsible treatment of existing environment. Presence of the group transforms Eliava Market into a place of survival with limited cultural means of expression and silent layers of isolation from the city. The space became a marginalized, autonomous area, which is in constant cultural conflict with the city due to its spontaneous, non-regulated and variegated characteristics. Its inner space consists of different conflicting and isolated micro, sub cultural spaces as well. The project team plans to draw attention of the society to the following issues and initiate dialogue concerning the ways of finding solutions:

  •  Raising awareness of the population about existing pollution
  •  Suggestion and implementation energy efficient activities in order to reduce the amount of waste and negative individual impact on environment.

The project will be carried out in two parts:

  •  Artistic residency in the Eliava Market (May-June 2014);
  •  Workshop on the issues of reuse of waste and increase of energy efficiency activities (after the residency part 23-24 June 2014).

 

 

 

Geoair - Collaborative Cultural Projects

Geoair – Collaborative Cultural Projects

Green Art Lab Alliance

Green Art Lab Alliance

With the support of the Culture Programme of the European Union.

With the support of the Culture Programme of the European Union.

Logo_CML0

Julie’s Bicycle

Julie’s Bicycle

TICA logo

დონიკა ცინას რეზიდენცია არის გეოეარსა და T.I.C.A-ს (ალბანეთი) შორის გაცვლითი პროგრამის ნაწილი.

CULTUREPL-pion02

იზაბელა როგუცკას რეზიდენცია ფინანსდება ადამ მიცკიევიჩის ფონდის მიერ.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

 

Leave a comment