სტუმრობა ელიავაზე

პროექტ “აღმოაჩინე ელიავა” ფარგლებში ორი კონცეპტუალისტი ხელოვანი დონიკა ცინა და კატარინა შტადლერი ელიავას ბაზრობაზე ნარჩენების მეორადი გამოყენებისა და მოქალაქეების ამ პროცესში ჩართულობის იდეაზე მუშაობენ. ისინი ამას ისეთ ადგილას აკეთებენ, რომელიც თბილისში ძირითადად ბინძურ, ცუდად ორგანიზებულ გარემოსთან და დაბალი ხარისხის სამუშაო და საცხოვრებელ სივრცესთან ასოცირდება.