პარტიზანები / Partizaning

პარტიზანები რუსული არტ პროექტის წევრები არიან, რომლებიც ელიავას ბაზრობაზე ჩვენი პროექტის ფარგლებში იმუშავებენ ივლისის პირველ ნახევარში.

გიორგი (დადა) მაღრაძე / Giorgi (dada) Magradze

ქართველი ხელოვანი გიორგი მაღრაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. მან 2009 წელს დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (ინტერიერის დიზაინი). 2012-2013 წლებში სწავლობდა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA-T) ვიდეო არტის მიმართულებით. 2009 წელს შედგა გიორგი მაღრაძის ნამუშევრების პირველი პერსონალური ჩვენება, რის შემდეგაც დღემდე მონაწილეობას იღებს როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ გამართულ სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში. გიორგი…

იზა როგუცკა / Iza Rogucka

იზა როგუცკა პოლონელი ხელოვანია, რომელიც ვარშავაში ცხოვრობს და მხატვრობისა და ინსტალაციის სფეროში მუშაობს. იზამ დაამთავრა პოზნანის ხელოვნების აკადემიის მხატვრობის ფაკულტეტი (2007-2012) და ვენის ხელოვნების აკადემია (პაველ ალტჰამერისა და იულიან გოეთეს სახელოსნო, 2010-2013). 2008 წლის ოქტომბერი – 2009 წლის თებერვლის პერიოდში გრანადის უნივერსიტეტში (ესპანეთი) მუშაობდა სადიპლომო ნამუშევარზე პროფესორ ანდრჟეი ზდანოვიჩის ხელმძღვნელობით. 

დონიკა ჩინა / Donika Cina

დონიკა ჩინა ახალგაზრდა ალბანელი ხელოვანია, რომელიც ტირანასა (ალბანეთი) და კლუჟ-ნაპოკაში (რუმინეთი) ცხოვრობს. ის ძირითადად ვიდეო ხელოვნების, ვიდეო ინსტალაციისა და მოკლე ფილმების სფეროში მუშაობს. დამთავრებული აქვს ტირანას სამხატვრო აკადემიის მულტიმედია ხელოვნების ფაკულტეტი. ამჟამად სწავლობს ფოტოგრაფიასა და ვიდეო ხელოვნებას კლუჟ-ნაპოკას ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში. დონიკა ცანას მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ გამოფენებსა და პროექტებში.

კატარინა შტადლერი / Katharina Stadler

კატარინა შტადლერი ხელოვანი და კურატორია, რომელიც ინტერდისციპლინარულ პროექტებზე მუშაობს. კატარინა პროექტებს სხვადასხვა მედიის გამოყენებით ახორციელებს. დაიბადა  ვენაში, სწავლობდა ბერლინში. დაცული აქვს დიპლომი თემაზე: “წმინდა ავგუსტინეს ლოცვებში გამოხატული ხმისა და სიჩუმის ურთიერთკავშირი და დაპირისპირება”. კატარინა ახლა თბილისში, საქართველოში ცხოვრობს.