ნუკრი ქევხიშვილი / Nukri Kevkhishvili

ნუკრი ქევხიშვილი – 34 წლის, დაოჯახებული.

სანტექნიკური მასალების გამყიდველი.

რამდენი ხანია რაც ბაზრობაზე მუშაობთ? 

11 წლის წინ დავიწყე აქ ვაჭრობა უმუშევრობის გამო. კოლეჯი მაქვს დამთავრებული  ეკონომიკის და სამართლის სოციალური უზრუნველყოფის განხრით (კოლეჯი 4 წლის წინ), მერე აგრარულ უნივერსტეტში ჰიდრომელორაციის ფაკულტეტის მაგისტრატურაც გავიარე, საბოლოოდ მაინც აქ მომიწია დგომამ.

როგორ პირობებში გიწევთ მუშაობა?

საერთო სველი წერტილი გვაქვს 70 მეტრში, მაღაზიაში  კონდიცირება და ვენტილაციაც არის

ფიქრობთ თუ არა, რომ ქალაქისთვის უკეთესი იქნება ბაზრობის გარეუბნებში გადატანა?

ქალაქგარეთ გადატანის შემთხვევაში ქალაქის პატარა მაღაზიები დიდ კონკურენციას გაუწევს მთლიან ბაზრობას, რაც ჩვენთვის არ არის სასურველი. ქალაქგარეთ გადატანით არაფერი  არაფერი არ შეიცვლება. აქაც გააკეთეს ბაზრობის რამდენიმე ნაწილი,  გაკეთებულ შენობაში, სადაც თითქოს გაუმჯობესებული მდგომარეობაა, ხალხი არ შედის, ისევ ძველი რიგები და დახლები მუშაობს ძველებური დატვირთვით. ასე უფრო უმარტივდება მყიდველს შერჩევა, თან შეუძლია გევაჭროს.

P1020622ცნობილ ადამიანებს თუ შეხვედრიხართ აქ? 

კი, ონისე ონიანი, ოთარ ტატიშვილი, ანრი ჯოხაძე დადიან ხოლმე.

სახლში თუ გაქვთ მოწესრიგებული ის ყოფითი ნივთები, რომლის გაყიდვითაც აქ ხართ დაკავებული (მაგ: ონკანი, წყალგაყვანილობა…)

ყველაფერი ხუთიანზე გვაქვს.

შეგიძლიათ გაიხსენოთ როდის იყავით ბოლოს კულტურულ ღონისძიებაზე?

ხშირად დავდივარ,  განსაკუთრებით მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებზე. ფილმებს ძირითადად ინტერნეტში ვუყურებ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s