კახაბერ დოლიძე / Kakhaber Dolidze

კახაბერ დოლიძე – 36 წლის, დაოჯახებული
(საშუალო განათლება, გურული.)

– რა ხელობაზე საქმიანობთ?
– შუშის მჭრელი ვარ.

– როდის, რატომ, ვისგან დაეუფლეთ ამ ხელობას?
– 2006 წელს უმუშევრობის გამო, ახლობელმა მასწავლა.

– როგორ პირობებში გიწევთ მუშაობა?

 დეფიციტია სველი წერტილის, კონდიცირების, ერთი ეგ არის, არ გვაწვიმს.

P1020626– როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში ზოგადად “ელიავას ბაზრობა” და როგორ ისურვებდით თქვენ?

–  ქალაქში ქალაქი უნდა იყოს,  რეკრეაციული ზონით, სადაც შესაძლებელი იქნება  შვილების გასეირნება. ბაზრობა ალბათ უფრო გარეუბანში აჯობებს, მეტად დახვეწილი ინფრასტუქტურით.

 – ადამიანთა მრავალფეროვან კონტიგენტთან გიწევთ ყოველდღიურად შეხება – როგორ დაახასიათებთ დღევანდელ მომხმარებელს.
– უფრო დადებითად, კომუნიკაბელურები არიან, მაგრამ  აგრესიული ფაქტებიც გვახსოვს.
– ცნობილ ადამიანებს თუ ხედავთ ბაზრობაზე?
– ბევრს, მაგალითად გივი ბერიკაშვილი, აჩი მეფარიძე, ანრი ჯოხაძე, დიზაინერებიც მოდიან ხოლმე და რჩევასაც გვეკითხებიან, რისი გამოყენება როგორ ჯობია.

– თუ გახსოვთ შემთხვევა, როცა მომხმარებელი ღირებულებაზე ზედმეტ თანხას გიხდიდეთ, კმაყოფილების ნიშნად?
– ყოფილა, რიგითი მოქალაქეებისგანაც და არჩევნების წინა პერიოდში პოლიტიკოსებისგანაც.
– ოჯახისთვის თუ გრჩებათ დრო? 
– ოჯახში ვარ სტუმარი 9:00-დან 6:00-მდე. მუშაობა გამომუშავებაზეა, კონკურენცია დიდია, ყველა კარგი ხელოსანია, ამიტომ მიწევს სულ აქ ვიყო, რომ კლიენტი ვიშოვო. მაგრამ მინდა ჩემმა შვილმა სრულყოფილი განათლება მიიღოს და უკეთეს პირობებში იცხოვროს, ვიდრე მე.
– ბოლოს როდის იყავით ექიმთან პროფილაქტიკურ შემოწმებაზე?
– ექიმთან არ დავდივარ, არაფერი მაწუხებს, მაგრამ საქმაინობიდან გამომდინარე მიწევს ხოლმე სასწრაფოს ადგილზე გამოძახებით სარგებლობა. შუშაზე მუშაობა ჯანმრთელობისთვის საფრთხილო საქმიანობაა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s