„აღმოაჩინე ელიავა“ – არტისტერიუმი 2012-ზე

არტისტერიუმი 2012 – “პროტესტი, რომელიც არასდროს მთავრდება” !

“აღმოაჩინე ელიავა” 

(კურატორები: ლიდია მათეუსი (აშშ) და  ელიავას გუნდი (ჩუკა ნინო კუპრავა, თამთა-თამარ შავგულიძე, სოფია ლაპიაშვილი, თამარა ჯანაშია).  

“აღმოაჩინე ელივა” არის ადგილობრივი, მულტი-დისციპლინარული, კროს-კულტურული და ადგილ-სპეციფიკური საჯარო ხელოვნების ლაბორატორია, რომელიც იკვლევს თბილისის „ელიავას ბაზრობის”უნიკალურ ხასიათს.  ქართველ და ჩრდილოეთ ამერიკელ ხელოვანებს შორის, ისევე როგორც ადგილობრივი, „ელიავას ჯგუფი“-ს წევრებს შორის  არაექსპერიმენტული, ღია ურთიერთგაცვლითი პროცესი აპროვოცირებს შემდგომი საკითხების წამოჭრას: ცოდნის რა ფორმები შეიძლება გამოიმუშაონ არტისტებმა, დიზაინერებმა და ადგილობრივმა მოქალაქეებმა რათა წინ აღუდგნენ სტატუს-ქვოს და ხელახლა გაიაზრონ საკუთარი გარემო? როგორ შეუძლია „ელიავა“-ს კომპლექსს იყოს ინსპირატორი კრეატივისთვის მაშინ, როდესაც თანადროული რეფორმირება მას უფრო ვიტალურ, უბრალოდ სოციალურ ან ეკოლოგიურად ბალანსირებულ ადგილად აყალიბებს?

„ელიავას ბაზრობა“ ლოკალურ დონეზე ცნობილი და მაინც უცნაურად ანონიმურია. დაარსებულია რა 1990-იანების შუა ხანებში, იგი თავშესაფარს აძლევს ჩუმ, არაფორმალურ სოციუმს, რითაც ინარჩუნებს ამ ეპოქის ნიშნეულ ქაოტურ და სპონტანურ ხასიათს. იგი  ბუნებრივად გადაიქცა დროში განგრძობად პროტესტად, რომელიც ესთეტიურად სანქცირებული, მოჩვენებითად „ჰარმონიული“  – და სამწუხაროდ მაინც ზედმეტად განსაზღვრული – ქალაქში და მის ფარგლებს გარეთ ბოლო დროის ურბანული განვითარების წინააღმდეგ არის მიმართული.  „ელიავას“ აქვს საკუთარი, რადიკალურად განსხვავებული ენა და ხმებში სუმირებული გარემო, ტოპოგრაფიისა და რუტინული ქცევითი პატერნების განსხვავებული სისტემა, საკუთარი ფერები, სუნები, გემოები – და ასე გასინჯეთ, თვით საკუთარი, საოცნებო ცხოვრებაც კი. წარსულში ქალაქის მცხოვრებთ ერჩივნათ უბრალოდ აეტანათ „ელიავას ბაზრობა“: ახლა არის დრო ავსახოთ და გამოვიკვლიოთ მისი ექსტრაორდინალური ღირებულება, ადგილობრივ ვაჭრებთან და მყიდველებთან თანამშრომლობაში არტისტული გამოცდილება მივიღოთ. ჩვენი კურატორული პლატფორმის მეშვეობით ვიმედოვნებთ გადავაფასოთ და გამოვავლინოთ ამ ურბანული სივრცის ექსცენტრული სული, არსებული რეალობა და პოტენციური კულტურული შესაძლებლობები.

არტისტერიუმის მსვლელობისას, ამერიკელი ქუჩის სიბრძნის არტისტები უკვე აპრობირებული, ქუჩის სივრცეზე ორიენტირებული საჯარო ხელოვნების ფარგლებში იმუშავებენ ადგილობრივ დიზაინერებთან, კულტურის აქტივისტებთან, ისევე როგორც ქართველებთან, რომლებსაც ისინი შეხვდებიან ქუჩაში – რათა წარმოიაჩინონ ინტერვენციები „ელიავა“-ს სამეზობლოში, რისი მეშვეობითაც რამდენიმე წლით ადრე ჩაუყრიან საფუძველს კრეატიული ცოდნის მიმდინარე გაცვლებისთვის აუცილებელი  საერთაშორისო ქსელის არსებობას. ქართული არტისტული კოლაბორაცია  სტუდენტების მონაწილეობას გულისხმობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრიდან, არტისტების მონაწილეობას შემდეგი ორგანიზაციებიდან: „Fleet Group“, „Urban Reactor”, ჯგუფი „ბულიონი“, „ქართული ტექსტილის ჯგუფი“ , აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, „La Maison Bleue“, ასევე იმ არტისტების მონაწილეობას, რომლებიც ახლახანს იყვნენ ჩართულები პროექტში „ბათუმის ეზოები“, ქართველ ჰიპ-ჰოპის მუსიკოსებს და პოეტებს, ისევე როგორც პროექტის „ელიავას ჯგუფი“ გუნდის წევრებს და სხვა ქართველ ხელოვანებს, რომელთა ნამუშევრებიც ეხება „ელიავა“-ს თემატიკას და ამ სივრცეშია წარმოდგენილი. ისინი  ორ ადგილას იმუშავებენ: პირველი, არტისტერიუმის ფარგლებში „ქავასლა“-ს პროექტისთვის გამოყოფილი ოთახი გადაიქცევა მოდელირებულ „ბაზრად“, ასევე არტისტების ესთეტიკური პრაქტიკის და აქტიური უორქშოფის სივრცედ, და კვირის მანძილზე გალერეის გარეთ ჩასატარებელი ღონისძიებების დასაგეგმი პლაცდარმის ფუნქციაც მიენიჭება. მეორე ადგილი კი თავად „ელიავას ბაზრობა“ იქნება. 2012 წლის 6-13 ოქტომბერს არტისტები აშშ-დან შემოგვთავაზებენ როგორც საჯარო დიალოგს მათი სამუშაოს, ასევე პრაქტიკულ უორქშოფს საგანმანათლებლო და კულტურული ინსტიტუციების შესახებ, ადგილობრივი სოციუმისთვის უზრუნველყოფენ შესაძლებლობებს იმუშაონ მათთან ერთად და იყვნენ „ელიავას ბაზრობა“-ზე ადგილ-სპეციფიური ნამუშევრების თანადიზაინერები.  პროექტი იკვლევს რას ნიშნავს ქუჩის სიბრძნე: იგი ხაზს უსვამს კროს-კულტურულ გამოცდილებას, რისკისა და სიამოვნების მძლავრ შეგრძნებას, რომელიც დივერსიული თამაშიდან იღებს სათავეს. ჩატარებული კვლევების კულმინაცია იქნება „ელიავას ბაზარ“-ზე ღია სახლის დღესასწაული შაბათს, 13 ოქტომბერს: გიწვევთ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად!

ფოტო: ლიდია მეთიუსი

ფოტო: ლიდია მეთიუსი

“Discover Eliava” on Artisterium 2012 (“The Protest that Never Ends”)

Curatorial Team: Lydia Matthews (USA) and Eliava team (Chuka Nino Kuprava, Tamta-Tamara Shavgulidze, Sophia Lapiashvili, Tamar Janashia). 

StreetwiseDiscover Eliava Project is a grassroots, multi‐disciplinary, cross-cultural and site-specific public art laboratory exploring the unique character of Tbilisi’s Eliava bazaar. An experimental, open-ended exchange between Georgian and North American artists, as well as local Eliava community members, it provokes the following questions: what forms of knowledge can artists, designers and local citizens use to resist the status quo and re-envision their environment? How can Eliava’s complex condition inspire creativity, while simultaneously being re-shaped into a more vital, socially just or ecologically balanced place?

Eliava bazaar is well known locally and yet strangely anonymous. Established during the mid-1990s, it preserves the chaotic and spontaneous character of that time, harboring a resilient, informal community. Its very nature acts as a perpetual protest against aesthetically sanctioned, seemingly “harmonious”—and yet regrettably over-determined—recent urban developments within the city of Tbilisi and beyond. Eliava has its own radically different language and soundscape, a distinctive system of topography and routine behavior patterns, colors, smells, tastes-­ even its own dream life.  In the past people preferred to merely tolerate the Eliava market: it is now time to reflect on and research its extraordinary value, generating artistic experiences in collaboration with local merchants and shoppers. Through our curatorial platform, we hope to re-value and transform this urban space by revealing its eccentric spirit, existing realities and potential cultural opportunities.

During Artisterium, U.S. Streetwise artists with longstanding street-oriented public art practices will work closely with local designers, artists, cultural activists–as well as Georgians they meet on the streets—to imagine interventions within the Eliava neighborhood, thereby establishing an international network for an ongoing exchange of creative knowledge in the years ahead. Georgian artistic collaborators include students/faculty from the Center for Contemporary Art Tbilisi and Tbilisi State Academy of Arts, artists from the Fleet GroupUrban Reactor, Group Bouillon, the Georgian Textile Group, the State Silk MuseumLa Maison Bleue, artists recently involved in “Batumi Backyards Project,” Georgian hip hop musicians and poets, as well as the Eliava Group Project Team and the other Georgian artists whose works addressing Eliava market are featured in this room. Together, they will engage two sites: Artisterium’s Karvalsa gallery–which serves as a “marketplace” of their aesthetic practices, an active workshop space and staging ground for planning the week’s off-site events–and Eliava itself. Throughout the week of Oct. 6-13, 2012, U.S. artists will offer public talks about their work and hands-on workshops at a variety of educational and cultural institutions, providing opportunities for the local community to work with them co-designing site-specific works within Eliava bazaar. The project explores what it means to be “streetwise”: it emphasizes cross-cultural experience, a strong sense of risk-taking and the pleasure that comes from subversive play. Their explorations will culminate in anOpen House celebration at Eliava market on Saturday, October 13th:  the public is invited to participate in its varied activities.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s